აჰა, დავსრულდი ..


აჰა, დავსრულდი,
ტკივილები გამიმთლიანდა,
დღე ფიქრად მექცა,
ღამე ტანჯვად,
დილა წყვდიადად…
თავად მთვარე ვარ,
მთვარე სრული,
ღრუბლის სვეტებით…
აღარ მიზიდავს არც ყვავილი,
ხე, არც ბალახი,
არც ხმა ნიავის,
შორიახლოს ქედნის ღუღუნი…
ქარი ვიყავი, ქარიშხალიც,
ვიყავ გრიგალიც…
ცეცხლში დავსრულდი,
ცეცხლითა ვარ გადაბუგული!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი