მზე ერთნაირად ანათებს ჩემთვის და შენთვის ..
მზე ერთნაირად ანათებს ჩემთვის და შენთვის, ამისთვისაც… ტერფის დაბლიდან გამომყავს ჭიანჭველა, რომელსაც ჭინჭრიანისკენ მიაქვს ბუზის აგლეჯილი მხარი. აი, ამ ხვადებისათვის ნახევრად ჩემტვრეულ თავისქალას რომ ხრავენ, იმ ლურჯი ფაშატისთვის, წითელ იაბოს რომ ეფერება, ამ შეთხელებული ტყეებისთვის და ბუსთვის, ციხის ნანგრევებს რომ შეჰკედლებია. მთავარია, დავდგეთ ისე, ვის როგორ გვეკადრება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი