მთვარე რო უღრუბლო ცაზე – ..


მთვარე რო უღრუბლო ცაზე –
ისე ამოსჩნდი წყაროდან,
წვეთების ბედი ვინატრე,
ზურგზე რომ მოწანწკარობდა.
დუმილად იქცა სამყარო –
შეწყდა ფრინველთა გალობა,
ვინ გაგიმეტა სამზეოდ –
ვინ შემოგწყევლა ქალობა.
ვაი, რა ძნელი იქნება
შენფერეების ქმარობა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი