ცა მეტისმეტად სუფთაა ..
ცა მეტისმეტად სუფთაა დღე შემზარავად მღვრიე ქარი უძნელებს სუნთქვას პოეტის დაღლილ იერს. თეთრი ვერხვების მწკრივი, ავსებს ფერშეცვლილ სურათს, როცა პოეტი ტირის, მაშინ ქარები სდუმან. როცა პოეტი ტირის, იგლეჯს სახიდან ნიღაბს, ინთება სანთლის მწკრივი, მიღმა, ამ ცათა მიღმა. როცა პოეტი ტირის, ცა სუფთაა და წყნარი, როცა პოეტი ტირის, მაშინ მშვიდია ქარი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი