რბილი მყარს შემოვაწყვიტე ..
რბილი მყარს შემოვაწყვიტე, მთა – მთას, მწვერვალი – მწვერვალსა, ბარემ ერთბაშად დაგვწყვიტე ცოტცოტაობით ლევასა. ბარემ ერთბაშად მოგვლიე, ვინც ვბობოქრობთ და ავვზნეობთ, იქაც ასეთნი მოგივალთ ვერდატეულნი სამზეოს. იქაც ასეთნი გაგიმღვრევთ ნათლის ბინდებით შემკვრელნი, მერე რის კარებს გაგვიღებ – ქვესკნელისა თუ ზესკნელის?.. ღმერთო ! ვიდრემდის დაგვშლიდე, დაგვლევდე მიწის პირამდის ვერც ჯოჯოხეთით დაშინდეს ჩვენი ჯიში და ჯილაგი. ისევ აქ ამოგვაშენე, აქა გვლიე და გვამრავლე, მოგვეცი თავში საშენიც, გზაც —— აქეთ-იქით სავალიც, მზე იჯდეს ციხის ჭერხოზე – ბანზე ყიოდეს მამალი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი