0 1499

დრო გახდება ყველაფერზე ...


დრო გახდება ყველაფერზე თავდები,
კალენდარს რომ უცნაურად ალაგებს,
ისევ მოთოვს, მოხატული ფარდებით
დააწვება მიტოვებულ ქალაქებს.

მესაუბრე რაზეც გინდა, უბრალოდ.
დრომ დაკარგა დავიწყების უნარი.
მასხარა და კლოუნადის ფუფალო
არის ერთი წარმოდგენის სტუმარი.

საუბრობენ - არა, ასე არ ხდება!
შენ ხომ იცი, მარტო დარდი რომ დარჩეს,
ყველაფერი გუშინდელი გაქრება
ფანჯრის მინას მოხატულს თუ შეამჩნევ.

ასე უცებ, ამინდების გარეშე,
ტროტუარზე ნათურების ძილისგან,
პოეტესა დაიკარგა ბარებში,
როგორც ბავშვის ნაჩუქარი თილისმა.
კომენტარები (0)