ავტოპორტრეტი (ერთი დღის პერსონაჟი)


ის სულაც არ ჰგავს ყოველგვარი საყვედრის მიმტევს,
პარკინსონიანი უძილობა სიხარულს ანიჭებს,
ოთახში დადის ნერვიულად და თითებს იმტვრევს,
მათემატიკური ისტერიით ითვლის ნაბიჯებს.

კითხულობს პრესას,კაფეებში აღარ სვამს ჩაის,
ამით ხაზს უსვამს პრინციპების სულელურ ალბომს,
ის ავტორია გულმიჭრილი მინაზე ბზარის,
ისეთი ძუნწი,ძილისთვის რომ სიზმრებსაც არ თმობს.

მუნჯი ჟესტებით გამოხატავს სიმდაბლეს აზრის,
მესამე პირში მონოლოგობს საკუთარ თავზე.
იგი მეტროში ქალბატონებს არ უთმობს ადგილს,
მას აღარასდროს არ გადაჰყავს მოხუცნი გზაზე.

ის ზედმეტს ფიქრობს,ზედმეტს ცხოვრობს და ზედმეტს ნატრობს,–
გადაუღებელ წვიმებს ნატრობს,ოცნების წვიმებს.
მადლობით იცმევს მეგობრისგან ნათხოვარ პალტოს
და თვითმკვლელობის იტოვებს იმედს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

5 კომენტარი
ერეშ ქიგალიpoeti1 კვირის წინ

საყვედრის მიმტევს,-არ გეპატიება......კარგი ბიჭი ხარ და იმიტომ

ერეშ ქიგალიpoeti1 კვირის წინ

პარკინსონიანი უძილობა სიხარულს ანიჭებს,ეს მოთხრობაა
მე დავწერდი- პარკინსონიანს უძილობა ღიმილს ანიჭებს

ერეშ ქიგალიpoeti1 კვირის წინ

მათემატიკური ისტერიით ითვლის ნაბიჯებს.
მათემატიკიც ცოდნით ითვლის ბნელსი ნაბიჯებს

ერეშ ქიგალიpoeti1 კვირის წინ

პრინციპში კარგია

ერეშ ქიგალიpoeti1 კვირის წინ

შინაგან რიტმს მიხედე

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი