აპათია


მოვწყდით ატმოსფეროს ბურჯი პლანეტებით, 
ქალაქს იშვიათი მწუხრი მოედება. 
რაღაც სულიერზე მეტის გამეტებით, 
ღამეს უძილოთა შევრჩით პოეტებად.

ალაგთ თაყვანი და ჯაბანთ განაჩენი, 
ყველას ჩვეულებრივ უწევს შეჯერება. 
მორჩა ყველაფერი გარდა დანარჩენის 
და ის დანარჩენიც დიდად მეჩვენება.

დილაც უშნოა და უშნოდ იღრინება, 
თითქოს საიდუმლოს მოწმედ ვეგულები, 
მე კი უხილავი უკვე ვიხილე და 
რაღაც მარადიულ განცდას ვეგუები.
უნდო აბრაგივით ვუცდი შებინდებას,
თითქოს, ავი მქონდეს მისთვის განზრახული. 
ღმერთო გულწრფელობა ამგვარი შემინდე და 
შეხედე, რომ ვერ გხედავ, ნისლია გაზაფხულის!

ნამია ფილტვებში და თვალებში სიმარტოვე. 
სიმაღლე თავხედობის ერთხელაც მაპატიონ. 
დადგება დუელი და ერთგულიც მიგვატოვებს, 
დავრჩებით სეკუნდანტთან მე და თქვენ გალაკტიონ!

უმტვრიონ დარაბები, სასახლეს გუმბათიანს! 
ყველაფერ გენიალურს მოჰყვება აპათია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

4 კომენტარი
ერეშ ქიგალიpoeti1 კვირის წინ

თითქოს, ავი მქონდეს მისთვის განზრახული. -ვისთვის?

ერეშ ქიგალიpoeti1 კვირის წინ

ღმერთო გულწრფელობა ამგვარი შემინდე და
აჯობებდა ამგვარს შემინდე და

ერეშ ქიგალიpoeti1 კვირის წინ

შეხედე, რომ ვერ გხედავ, ნისლია გაზაფხულის!ბლაბლა

ერეშ ქიგალიpoeti1 კვირის წინ

დავრჩებით სეკუნდანტთან მე და თქვენ გალაკტიონ! მეფე გალაკტიონია მე დედოფალი და შენ სად ხარ?

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი