განკურნება


სხვანი ვართ,
შორიდან მოსული ნისლები.
ჭალებში ღალღების
ბუდეებს ვინახავთ.

განივად,
წვეთ-წვეთად ვივსებით
სქელი ტალღებივით,
ვენახო.

ასეთმა რა სეტყვამ დაგაქცია ?!
რა ქარმა მოგიტანა ?!
შეხედე აკაციებს -
დგანან და დგანან
და დგანან...

ქალი მოთქვამს და დაგყურებს,
კაცი მის გოდებას არ ისმენს,
შენი მამაა და მსახური,
ამიტომ თვალები აევსო.

აჰა, ჩამისუნთქე ვენახო.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი