ასე მგონია, შენ ინახავ ჩემს საიდუმლოს ..


ასე მგონია, შენ ინახავ ჩემს საიდუმლოს.
გაგიმხილე და დამავიწყდა. 
განთავისუფლებ ყველა ფიცისგან, 
რომელიც დავდეთ.
დროა გასული. 
ძაფი გამიწყდა,
თოვლი დადნა
და აი, თურმე, რანაირია მომავალი.
შენ მიტოვებული საქანელა ხარ.
მე - ალკოჰოლიკი.
გთხოვ, ნუ ირწევი,
საკმარისია!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი