ზღვისპირა სასტუმრო ..
ზღვისპირა სასტუმრო სავსეა, ესტერ. აგვისტო - ემილი შეეშვა ნაბოკოვს. მე კი, ეს სახლი მომწონს. წამლის სუნია აქ და ნესტი, ყავადანიც მაქვს და თამბაქოც. მშვიდად ვარ. რომ არა კატები, ესტერ, თავისას იზამდნენ აბები საძილე. წინ მიდევს ჩეხოვის „12 ვერსტი“, მის იქით - შენამდე მანძილი. გიბრუნებ წერილებს ესტერ. ვივიწყებ ემილის ზღვისპირა სასტუმროს და ეს, ვითომდა თავხედური ჟესტი, არის ერთგულების დასტური.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი