იმათი იყოს ეს სადღეგრძელო
ნიკო ფიროსმანი რომ დავჯდებოდეთ დღეს პურის ჭამად, მოვიგონებდეთ, ძმებო, ფიროსმანს. მისი გული გვაქვს ჩვენ ღვინის ჯამად და აქამდისინ ქართულ მირონს გვბანს. გვიკურთხებს სუფრას აღდგომის კრავი, მისი რუმბები და ნატურ-მორტი. არ დაილევა კრავის საკლავი და ასაბიით სუფრა მოირთო. გაიარს კიდევ ათიოდ წელი და ჩვენ ცხოვრებას უფრო მიქელავს. ჩვენიც იქნება შესანდობელი, შეგვაბრალებენ საწყალ ნიკალას. და ატირდება წყვილი სანთელით სამიკიტნოში სუფრა პატარა. განვლო მან ცეცხლის კორიანტელი, ბედმა უბედოდ ბევრი ატარა. იყო საწყალი ერთი ოსტატი - ასეთ ოსტატებს ზრდის საქართველო, იკურთხოს მადლით მარჯვენა მათი, იმათი იყოს ეს სადღეგრძელო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი