ირემი აქებს იალაღს!..
შენ მართლა ამ ლექსს ვერ წაიკითხავ, და ვერც ვერავინ გეტყვის ამაზე. მხოლოდ დარჩება, როგორც მე გითხარ, თბილისის ღამის ეს სილამაზე. რა ვუყოთ მერე, რომ გავიკაწრე. ერთხელ თბილისში ვეფხვიც მოვარდა, არ დაგიჯერებს არვინ სიმკაცრეს, არც ვარდი ვარგა უეკლოდ ვარდად. მეგონა თავი ჯერ ავთანდილი და შენაც ჰგავდი პირველად ფატმანს. მერე დაიცავ ქალის მანდილი და ხანჯალივით მცემდი ხელთათმანს. მეც არ ვიტყოდი ამ მცირე ამბავს, აქებს ირემი იალაღს განა? მაგრამ პოეტი ლექსს რომ გაგიბამს, ნუ დაივიწყებ შენ ოქროყანას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი