ნუ გაიკვირვებ
ნუ გაიკვირვებ, როცა გეტყვიან რომ ჩუმად არის ახლა ტიციან, პოეტი დღეს სხვა ოცნების ტყვეა, ამის შესახებ მათ არ იციან. რა საჭიროა აქ პირფერობა, მართლა მხიბლავდა მე ერთ დროს ”დადა”, მტანჯავი იყო ეს გაორება, მონანიება კი არის სადა. ეშაფოტივით იდგა ქალდეა, ეს ცა აქამდე თავზე დამტირის, გული ყოველთვის პიტალო კლდეა? და გავხდი ერთხელ მეც დეზერტირი. მაგრამ მომადგა გრიგალის სვეტი, ახალ ბრძოლაში თავით დავეშვი. სიტყვა არ არის ცეცხლის დამწრეტი, ისე, როგორც ზღვას, ვერ დაცლის პეშვი. დაფასთან ვდგავარ და ვშლი ძველ ლექსებს. ცარცით კი არა, სისხლით რომ ვწერდი. საბჭოთა მიწა! გიკოცნი ფესვებს. ახალ ცხოვრების ვარ ალავერდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი