ორპირი


არ გაუვლია თითქო ამ ოც წელს,
ეზოში ვწევარ ბავშვი უძრავად;
ვიგონებ ყრმობას ჯერ წარუხოცელს
ცხოვრებისაგან გაუკაწრავად.

მზეს მოიტაცებს ჭალადიდის ტბა,
საბაოფივით დგას ნაქერალა,
დაგესიზმრება თამარის კაბა,
ათ წელზე მეტი რომ ნაკერალა.

მე ვინ მაღირსებს რუსთავლის სახელს,
მაგრამ ოცნება მაინც ტკბილია.
მიყვარს, ნეშოში თვალს რომ გაახელ
და ნეშო ქალზე უფრო თბილია.

მტანჯავი არის ზეცის სიმაღლე
და ვარსკვლავების ცივი კრიალი,
ლექსს დღეს თან ახლავს სიმამაძაღლე,
მე ძველი დამრჩა გულის ფრიალი.

და რაც უბრალოდ იტყვი ამაზე,
უფრო მეტია გულში სიამე,
ვაშლის გაშლილი ხის სილამაზე,
ტანზე ასკდება მაისის ღამე.

ცა წითელია და რქანაყარი -
ამაღამ ზენა ამოვა ქარი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი