2. ორპირის ოქროპირი
ეს არ არის სიმღერა... ეს არც ლექსია, მე თვითონ მაშინებს გომბეშოს ანექსია. მე მინდა ვთქვა ქართველ ხალხმა რაც დამავალა, მე მინდა გავხსნა მისი აწმყო და მომავალი. ჩემ წინ იყურებიან: იალბუზი და მყინვარი, როგორც ორი ბოძი - ერთი ეშაფოტის მურვან ყრუ და ყველა დესპოტი მძვინვარე... გაძარცულ კვართს გრიგალით ჰპოტნის... ამ დიდი ქვაბიდან ხმა არსად გავა, ბედმა სხვა ტომი ამ ადგილას მიწით აგავა. კიდევ დაშრება ბევრი ზღვა, ბევრი მდინარე, ჩვენ ოქროს ნაპირს მოადგება ახალი არგო. ყველამ ბევრი სვა, ბევრი ჭამა (ღმერთმა შეარგოს), ყველა დაარტყამს თავზე უროს, თუკი ნახა ხალხი მძინარე. ჩვენ არ გვეშინოდა არასოდეს გამოძახების, ჩვენ ყოველთვის გვყავდა სეზონის ფალავანი. ხედავთ ნაკვალევს ალექსანდრეს გათხრილ არხების? ამ ქვეყანას ძვლებისაგან აქვს გალავანი. რა უყოთ რომ კახაბერი გახდა აგასფერი, მიწა არ იკარებს ძველ რკინის პალოს. ყველას გაასწორებს სააკაძის ხმალი ნაფერი, თავის განწირვის ამ განკითხვას ვინ დაემალოს?.. კიდევ ამოვა წიწამურზე ორქიდეია, მტკვარი ამოიტანს მაჩაბლის გვამს. თუ საქართველო ბეწვის ხიდია, ბევრ სხვა გენიას ის ცეცხლით დასწვავს... ........................ ........................ ამას წერს ნაბოლარა დიდ პოეტების, რომელსაც დაელია ლექსის არაქათი. როცა ორპირის ცეცხლი მოგედებათ მაშინ გაიხსენეთ ეს ჩემი ტრაქტატი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი