ოცდასამი აპრილი
მე მესიზმრება კაფე „Mon parnasse” - სენატი ბებერ პროსტიტუტკების. შენზე ოცნებას ვერვინ მომპარავს და დღესაც ღვინით დავითუთქები. რა ლამაზია მაინც ტფილისი, ჰარემში უცდის აღა-მაჰმად-ხანს. მღერის ბესიკის გაფი თილისმა, აპრილი გულში ლირიკას ასხამს. არ მინდა მოვკვდე პატრიარქივით, მინდა გავექცე საქართველოს მზეს, სადაც, მშობლებო, დაიმარხენით, დღეს იქ ჯამბაზის სინა გააბეს. ვარ დალეწილი, ვით ჩემი რითმა (ოჰ! ეს არ არის ბოდიში მართლა) ვერ გადიტანოს ცხენი ჯირითმა, ბედო, მიხმარე თვითონ კამათლად. ამ დღეს დამზოგეს მე ყაჩაღებმა, დღე პოეზიის - ეს იყო სწორედ და შარშანდელი წლის გაჩაღება, თვითონ მელიტა ღმერთი - ასტორეტ... უცდის ტფილისი ბესიკის მიზრაფს, ვუცდით ტფილისში გორის მიწისძვრას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი