პრინცი მაგოგი


ჩემთან მოვიდა ნოემბრის ჭინკა,

ხელში მას ღვინით ეჭირა ჭიქა...

იზმორებოდა და მოკლე ყბები

მეკითხებოდნენ: ხომ წამომყვები!..

სად მივდიოდით, მე გზა არ ვიცი,

დავძრწოდით, როგორც დამფრთხალი კვიცი.

სიჩუმე რაშით უკან მოგვდევდა,

სიჩუმეს გულში ეხუტა სევდა.

ჭაღარა სჩანდნენ ველები, მთები,

დაღლილი ღმერთის მომტყდარი ფრთები,

ცა მიწასა თუ მიწა ცას გლოვდა,

მხოლოდ ნაღველი შავ თოვლად თოვდა,

ბუს ხმას აძლევდა მოთქმით ღამურა

და საწნახელზე შემჯდარი ტურა,

მიწას გაკვროდა კენტავრთა ჯოგი,

აქ მეფედ იყო პრინცი მაგოგი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი