რომ იყოს თერგი ორი ამდენი
სტიროდნენ მაშინ აქ პოეტები, გზა გადარჩენის რომ არსად ჩანდა. ამაზე იტყვის ცრემლის მოდებით ი. ჭავჭავაძის სტუდენტის ჩანთა. აქ ატირებდა ბარათაშვილი თავის დიდ სევდას, სევდას მსოფლიოს. ვაჟკაც სოლომონ ლიონიძისა, უფრო ვაჟკაცურ ცოლის სოფიოს. დღესაც ატყვია თერგს და დარიალს ორბელიანის ნაკრავი დეზი. ასე რბის თერგი, ასე ღრიალებს, თერგი ცრემლების არის ანდერძი. ასე მგონია, ვაჟა-ფშაველა შავ ცხენს არაგვზე გადმოაბოტებს, ახალ მგოსნების მოდის საშველად და მოაგორებს ლექსების ლოდებს. სახიფათოა მყინვარზე ასვლა და იაგორაც არ არი სანდო, მყინვარი ბანად ვინც გადათელა, აქ განისვენებს ყაზბეგი სანდრო. გაუწყვეტია ფაცერი კალმახს, დაბრუნებია მერცხალი ბუდეს, ყური უყრია მუხრანზე ბალახს, შავი არაგვი თეთრ არაგვს უტევს. დგას ლანქერების კორიანტელი, მთა მთას მისდევს და კლდეებს აწყდება, რომ იყოს თერგი ორი ამდენი, თვალებს ცრემლებად ვეღარ გაწვდება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი