ტანიტ ტაბიძე


სალამბო ნაზი და მტრედფეხება
კართაგენის სისხლს რა მოიგერებს!
ოცნება შორით თითქო ეხება
ატლანტიდების დაღუპულ ფსკერებს.

შეწირული ხარ იმავე ტანიტს,
წითელი ფეხით დაბმული მტრედი.
სთქვეს: საკუთარი მოკვდება დანით
განწირულია ჰანიბალ ბედით...

მე ასე გიწერ, შვილო, ორ აპრილს,
არ ვიცი კიდევ რამდენი დამრჩა.
ვიგონებ დროშას, კართაგენ დახრილს,
რომ შეაგინეს ტანიტის ფარჩა.

დღეს ტფილისში ვარ... მაგრამ ორპირი
სტირის ჩემ სულში ვაშლის ხეებად.
და მალდარონის ხმა ოქროპირი,
ორივეს ერთად ჩვენ შეგვეხება.

შენ გძინავს, ამის არა გესმის რა,
იცოდე ამ ხმამ უღვთოდ გამსრისა.

2 აპრილი,

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი