ღვდელი და მალარია
ძველი ორპირი. დანგრეული სანაოები. ეწყება მთვარეს ხაშმიანი ცხელების სრესა. მამის ოლარზე ობობების ქსელი მოება. ღამეა თეთრი და შავია ქალდეას მესსა. ძველია თემა: გიჟი ღვდელი და მალარია. ატირდენ ერთად ბაყაყები დამშრალ ფშანებში. თითქო ახველებს ჭლექის ხველით მის ლეა ლეს თითქო ყანჩები გაერიენ ფარშავანგებში. მიბორგავს მთვარე, ყვითელ საბანს მიასრიალებს. ძველია თემა: გიჟი ღვდელი და მალარია. ვარსკვლავით შეშლილს უსახო ძმებს სალამი ღამის, მიყვება სული დავიწყებულ სატურნალიებს, ჩემთვის ქალდეა სახვევია მშრალი ბალღამის, დაწყევლილ მინდვრებს გაუმზადებს მშიერ კალიებს. დისერტაციას დავამზადებ მე ამ საგანზე: ყვითელი თვალი მონგოლების და სააკაძე... ძველია თემა: გიჟი ღვდელი და მალარია. ძველი ორპირი, დანგრეული სანაოები. ქალდეას ზეცა ამართული, ვით ეშაფოტი. მონომანისთვის აღარ არის სხვა სათნოება, რომ დაჭრილ სულის გადითვალოს ყველა ნაფოტი. ბედის ვარსკვლავი ქალდეასთვის მართლა მკვდარია, რექვიემივით ისმის ეხლა ყველა არია. ძველია თემა: გიჟი ღვდელი და მალარია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი