ვანქის ტაძარი


ვანქის ტაძარი… ძველი ნაირი…
სულს მოგონება უფრო ამძიმებს
ჩემი ქალდეას მოსჩანს ნაპირი,
ვარსკვლავის ჟონგლერ ვხედავ ძვირფას ძმებს.

წინაპრებისთვის საწყალ პიეროს
თუ არაფერი მოუტანია,
დღეს კოლომბინით იბედნიეროს-
ვანქში იშლება ეს მეტანია.

თუ ჩვენი წყვილი ჩაჰქრა სანთელი
ვერვინ ჩააქრობს ლექსთა კელაპტრებს;
ვიხეტიალებთ-გადამთიელი
გზების სიშორე სულს გაგვიაფთრებს.

წყვილი ჯამბაზი მხოლოდ გაგვიშვით-
მერე ცხოვრებამ რაც უნდა, ის ქნას;
ერთი თუ იმას უხდის პანაშვიდს,
მეორე მასზე ამოდის ბუქნას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი