ქალი და მგოსანი


ივდითი რომ ქუჩაზე გაივლიდა, ათასი მაყურებლის თვალი აედევნებოდა.

– რა ჯადო აქვს ამ ქალს იმისთანა, რომ ხიბლავს მგოსანს? იტყოდა ერთი.

– სასაცილო ის არის, რომ სულ მაგის ტანზე სწერს, მერე ისე ლამაზად, გეგონება რუსუდან მეფის ტანს აღუფრთოვანებიაო, – ჩაურთავდა მეორე.

– მე კი ვიტყვი, – ამბობდა თავადი სარდიონი, – მაგისთანა ქალს, თუნდა რწყილსაც არ გაეაროს მის საბანზე, ფაშას ჰარამხანის კარებთანაც არ მივუშვებდი. – და ყველაზე უწინ, მარტო მას ეცინება თავის ოხუნჯობაზე. ყველაზე უფრო ანჩხლობდენ განებივრებული, გალაღებული ქალბატონები, რადგან მარტო მგოსანი დარჩათ, რომელიც მათზე არ ოხრავდა.

– დათვი ხეზე როგორ გავა… იავნანინაო, – დაიწყებდა ერთი…

– რომ გავიდეს, ვინ გაუშვებს… იავნანინაო, – მიაყოლებდა მეორე, ხოლო არავინ არ იცოდა, ქვეყანაზე სულ რომ არ ყოფილიყო ქალი, მგოსანი მაინც შეჰქმნიდა მის მომხიბვლელ სახეს…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი