სადღეგრძელო
როგორ არა ვთქვა იმ ქართლ-კახეთის, სადაც ერეკლე, ლეკებს ებრძოდა, როგორ არ შევსვა ქვეყნის ასეთის, ქვეყნის რომელსაც რომიც ეძმოდა. იმ თეთრი მთების, მწვანე ფერდობის შავი ყაყაჩოს, წითელ მდელოში როგორ არ შევსვა ჩვენი ერთობის, მუდამ რომ სუფევს საქართველოში… რა გული გაძლებს, რომ არ ვადიდო ღვთისმშობლისადმი წილხვედირ მხარე, ღვინის ფიალით, რომ არ დავლოცო ქართული მზე და ქართული მთვარე. როგორ არა ვთქვა, ფშავ-ხევსურების სამასი გმირის როგორ არ შევსვა, ვისაც უყვარდა, დაცლა სურების, და მტერთა ძვლებზე, ხმლების ალესვა… ვისაც არ უყვარს დღეს საქართველო იმას არც ღმერთი არ ჰყვარებია, ფეხზე ადექი ჩემო ქართველო, სანამ მტერს მარცხი გაჰხარებია. მომიჭახუნე ყანწი, ჯიხვის რქის ერთად დავლიოთ, ვაზის ნაჟური, არ მოგვერიდოს, აღარც იმის თქმის” -ვაჟი ჰყოფილხარ, ძმაო ვაჟური! და მტრის ჯინაზე მუდამ ვიცინოთ, არ გვეშინოდეს, ქვეყნად არავის არყით და ღვინით მოდი სიცილო რომ დავილოცო, მტერთა კარავიც… ჩვენ ხომ ძმები, ვართ ერთი ოჯახის ერთი ზეცა გვაქვს, ერთი მამული ერთმანეთს ვიცავთ, მაშინ როცა ჭირს, არაფერი გვაქვს ღვთისგან მალული.. მოდით, ერთად ვთქვათ საქართველოსი, მოდით შევრთდეთ ძმებო ფიქრებით ღვინოს დაგვისხამს თასში ეროსი, დავლევთ და მაინც არ დავითვრებით. როგორ არა ვთქვა იმ მიწა-წყალის სადაც გრიგოლი დააბიჯებდა, როგორ არა ვთქვა, იმ ტურფა ქალის, მნახველს, რომ წამში გააგიჟებდა აბა რა კაცი უნდა დამერქვას როცა ამ მამულს, სხვაზედ გადავცვლი სხვის ბრილიანტში, თუნდაც ამ ერთ ქვას და ვაზის ჩეხვას ოსმალს დავაცდი.. მინდა ისეთი სიყვარული ვთქვა, ჯერ რომ არავის გაუგონია მინდა ისეთი გრძნობა გაჩუქოთ ქვეყნად, არვის რომ არა ჰქონია. მამაო ჩვენო, ერთი რამ მინდა ჩემი მამულის ისე დავლიო რომ გული მქონდეს, სუფთა და წმინდა და მერე თუნდაც სულიც დავლიო…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი