“არაკანონიკური” ლექსი


არ მიანტერესებს რითმა!
არც ის რას შეიცავს ლექსი,
არც ის სიყვარული მინდა,
რომ დაგირქმევიათ სექსი!
ფეხებზე მკიდია ვინ ხარ!
ანდა რამდენი გაქვს ფული,
მეფე ლომი ხარ თუ ვირთხა,
გქონდეს ქართველური გული!

გინდა პრინცი იყავ, გინდა
მაწვნის გამყიდველი ქალი,
ოღონდ სანთელივით წმინდა
და ნათელი გქონდეს თვალი!
გქონდეს დახეული კაბა,
ოღონდ საკმარისად გრძელი,
გქონდეს გახვრეტილი ტაფა,
ოღონდ ნუ იქნები მკვლელი!
ოღონდ ნუ იქნები კახპა!
და ნუ შეიყვარებ ცოდვას,
ათასი კაცის წინ გახდა
შენს სულ სხეულშივე მოკლავს!
მოგკლავს გარყვნილების სუნი,
მოდას აყოლა და თრობა,
ქვასავით გაგიხდება გული,
ქვასავით გაცივდება გრძნობა!
როგორ უნდა გახდე სრული,
როცა იმათ ბაძავ ვისაც,
ვერ გაურჩევია სული,
ნამცხვარი და “პიცა”…
ბაძავ ზნე დაცემულ ქალებს,
ტვინის ნასახიც, რომ არ აქვთ,
ცოდვის სურნელისგან მყრალებს –
ძვირფასი სუნამო რომ ფარავთ!
ქალო ქართველი ხარ, ქალო!!!
ნუ დაგიბრმავდება თვალი!
მორჩი მოიძულე ცოდვა,
სიცოცხლის ითხოვე წყალი!
ღვთისმშობლის ხატება ხარ მიწად,
არ სჯობს მას მიბაძო განა?
რას დასჩერებულხარ მიწას,
ცაში გელოდება მამა!
ცაში გელოდება ღმერთი,
ჯვარზე რომ გაეკრა შენთვის!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი