ბიჭებს


როგორი სუსტი ხარ და მხდალი,
ცოდვის მსახური და მონა,
მაშინ “გევასება” ქალი –
მკრედის თუ დიდი აქვს ზომა.
დედას საგინებლად იხდი,
ამით თავი მოგაქვს ძმებში,
“თვალს თუ გადაგეკრა ბინდი,
ყველას გადაამტვრევ ძვლებში!”
“აბამ” გოგონებს და “კერავ”
აცდენ ქალწულებს და მართლებს,
მაგ სულს  ცოდვებით, რომ ბერავ –
ეშმაკის რამე ხომ არ გმართებს?
ვინ ხარ? საიდან ხარ? რა გსურს?
რომელ გზას ადგახარ “ჯიგარ?…
“აბა გადახედე წარსულს,
და იმ წარსულიდან ვინ ხარ?
რომელ ვაჟკაცსა და რაინდს?
რომელ მეფესა და მხედარს,
უნდა შეგადარო მაინც?
მხოლოდ – მოკაკანე დედალს!
ფეხებზე მკიდია ვინ ხარ!
ანდა რამდენი გაქვს ფული?
მეფე ლომი ხარ თუ ვირთხა,
გქონდეს ქართველური გული!
გქონდეს ფოლადივით მკერდი,
სული უმანკო და წმინდა,
მერე ეშმაკსაც კი სძლევდი!
თუ რაღა თქმა უნდა გინდა –
ღმერთი, რომ გიყვარდეს ცამდე,
სხეულს, რომ გერჩივნოს სული!
მხოლოდ სიყვარული გწამდეს!
ფეხებზე გეკიდოს ფული.
დედას უკოცნიდე თვალებს
მამას ემთხვეოდე ხელზე,
ქართველ გოგონებს და ქალებს,
აღარ შეჰყურებდე “წელზე.”
სულს გაიცოცხლებდე მომკვდარს,
მტერიც კი გიყვარდეს – მტერიც,
და მუდამ გახსოვდეს რომ ხარ,
შენ უფლის გარეშე მტვრეი!
ჯანდაბას წასულა ყველა!
ვინც ეშმააკს დაამონა თავი,
მწყემსისგან ითხოვე შველა,
მგელმა არ შეგჭამოს კრავი!
აღსდექ გამოფხიზლდი ერო!
ლაზარე გამოდი გარეთ!
გვეყოფა ძმებო და დებო,
გვეყოფა რაც ცრემლი ვღვარეთ!
დავიძრათ ქართველნო ღვთისკენ!
დროშები! დროშები ჩქარა!
აღმართეთ ხელები ცისკენ,
ეშმაკის მონობა კმარა!
ეს ბედი მარგუნა მამამ!
რამდენიც არ უნდა ვწერო,
რა დამღლის? რა მომკლავს მანამ,
სანამ არ აღსდგები ერო!!!!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი