ღამე


ღამეს ჩავუჯექი კალთაში,
როგორც შვილიშვილი პაპას,
და ამ თმაჭაღარა ზამთარში,
… ზაფხულზე მიყვება ზღაპარს.
-ნუ შეგვცივდებაო, მამშვიდებს,
და მკერდზე იხუტებს თითებს,
ყინვით არ უნდა, რომ დავშინდე,
ზაფხულზე მიყვება მითებს.
-ისეთი თბილიაო, ამბობს,
იხსნებეს ყვავილებს და ნამებს,
არასდროს დაგტოვებსო მარტოს,
ზაფხულზე მიყვება ღამე.

-შეწყვიტე მეგობარო დუდუნი,
ნუგეშინისცემის მსგავსი,
ჩააქრე თუ ღმერთი გწამს თუთუნი,
და ისევ მიწაზე დამსვი!
ზაფხულს მირჩევნია ზამთარი,
სიცხეს, ოხვრასა და ქშენას,
ჩვენი სიყვარულით გამთბარი,
ციდან ფანტელების ცვენა!
რაღა უნდა ექნა ღამეს,
ფეხზე წამოდგა და წავიდა,
ფერი დაეკარგა მთვარეს,
დიდ გულზე, რომ იყო თავიდან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი