ღმერთი არ გაგვწირავს!
რა უსახურია წუთისოფელი და, რა უსახურია ცხოვრება, ცოდვა ყავივლებად მოფენილა, … ეკლებად ქცეულა ცოხნება. რა უსახურია ხრწნადი სხეული და, რა უსახურია მზერა, “-ღმერთი შეგვეწევა, ჩვენ თუ გვინდა, ყველაფერი გამოვა მჯერა!” მხოლოდ წიგნებშიღა იკითხება, მსგავსი სიტყვები და რწმენა, ოცდაათ ვერცხლად იყიდება, ქართული რჯული და ენა. დაუღალავია შემართება ერის გარყვნისა და მოკვლის, ღმერთო, რა ჯანდაბა გვემართება, ნდობა გვეკარგება მოყვრის! რა უსახურია ტაძრები და რა უსხარუია მღვდელი, როცა საკურთხევლის ფანჯრებიდან, მხოლოდ იუდას ხმას ელი. მოვიდნენ, მოვიდნენ, ალგეთიდან, მართლაც, ის აღთქმული მგლები, იმათ შეგვიჭამეს მწყებსები და, ზედვე მიაყოლეს ცხვრები. ვისღა ვსასოებდეთ, ვის ველოდეთ? ვისღა ვუჩოქებდეთ ფერხთით, რისთვის ვარსებობდეთ და ვცხოვრობდეთ, როცა დავივიწყეთ ღმერთი?!. მაგრამ ღმერთი არის კაცთმოყვარე! ქართველის არ გაწყდება გვარი, ქრისტეს ქვეყანა ვართ, მგლის ნაშიერთ, რისხვად დააჩნდებათ ჯვარი! სისხლი, სისხლი ყივის, ხეთქავს ძარღვებსა და ვენებს, ღმერთი არ გასწირავს საქართველოს, კვლავაც გაამშვენებს… იტყვის ამირანი – დრო დადგაო, გასწევს, გაიწყვიტავს ჯაჭვებს, ავის მოსურნეებს ფეხზე კოცნასა და ქედის მოდრეკასაც აჩვევს! ღმერთი არ გასწირავს საქართველოს, რა გინდა ქართველებმა ვწიროთ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი