სხვებს ვარიგებდი ..
სხვებს ვარიგებდი – მე ვინ მარიგებს? სხვებს ვახარებდი – მე ვინ მახარებს? სხვებს ვასწავლიდი – მე ვერ გავიგე, იებმა თავი რატომ დახარეს? სხვებს ვამეცნებდი და მე არ ვიცი! რატომ გაუქრა(თ) მზეებს სხივები, სხვებს ვამშვიდებდი და მე განვიცდი, -რატომ წავიდნენ ჩემგან წვიმები? სხვებს ვუყვებოდი – მე ვინ მიყვება? რა იყო შენი პირველი სიტყვა?! ვიცი, გკითხავ და გაგეცინება: -პასუხი იყო თუ იყო კითხვა?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი