მიყვარხარ!!!


მიყვარხარ ცამდე და ციდან უკან,
ტუჩები შენი, ვარდივით ნაზი,
ყოველი ასო, ყოველი ბგერა,
… ყოველი ნაკვთი, ყოველი ხაზი…
მიყვარხარ ცამდე და უფრო მეტად,
მაგიჟებს შენი თვალების ფერი,
მიყვარხარ, როგორც ვალენტინს ჯული…
და გალაკტიონს უყვარდა მერი.

ღიმილი შენი, უგონოდ მათრობს
და შეშლილივით მერევა ფეხი,
ყოველ წამს ისე უღონოდ გნატრობ,
როგორც პრინცესას, უბრალო გლეხი.

სუნთქვა ხარ ჩემი, ჰაერი, სივრცე…
და უშრეტელი სუცოცხლის წყარო,
გიყვარვარ ვიცი, რომ გული იცრე,
მაგრამ მე უფრო, მე უფრო გყვარობ!

მიყვარხარ ცამდე და უფრო ზევით,
იქ სადაც მთვარე სირცხვილით დნება,
მიყვარხარ გულში, ის ღრმად სადაც,
სიყვარულია ათივე მცნება…

მიყვარხარ ცამდე და ციდან უკან,
ტუჩები შენი, ვარდივით ნაზი,
ყოველი ასო, ყოველი ბგერა,
ყოველი ნაკვთი, ყოველი ხაზი…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი