მხოლოდ შენ…
თვალებს ვერ ვახელ, მიჭირს… გული ვერ ამბობს … -ჰოს!.. სუნთქვას სიკვდილი მიჭრის, სულზე ცრემლებად თოვს. გაზაფხულია ისევ, როგორც წინა ამ დროს, ალერგია მაქვს სისხლზე, მეტს ნუღარ დაღვრით, -გთხოვთ… გადავეჩვიე რითმებს, აღარ მივყვები დროს, უსამართლობა მითრევს, ვითრევ ცოდვიან მძორს. მხოლოდ შენ დამრჩი ვისზეც, შემიძლია რომ ვთქვა, -სულზე მეხება მზისებრ, მაგრამ არასდროს მწვავს… ნუ შემეჩვევი ისე, ვერ ერეოდე თავს, უეცარი ვარ წამზე, უცებ ვორთქლები ცად, მინდა უბრალოდ გწამდე!.. (ნურც დამივიწყებ მთლად.)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი