რადგან უშენობა მწვავს!
მხოლოდ შენ გიყვარს ჩემი ნამდვილი სახე, მხოლოდ შენ მიცნობ … მე. გული ლოცულობს მუდამ შენს სახელს, უფალო შე-მი-წყა-ლე… მხოლოდ შენ გესმის ჩემი ტკივილი, მხოლოდ შენ მიქარვებ დარდს, მხოლოდ შენ აწვიმებ, მეფური ღიმილით, სულზე იასა და ვარდს. მხოლოდ შენ გიცქერი, როცა მეწერება, როცა უშენობა მკლავს, სადღაც შორს წავედი, ცოდვა მებევრება, ვეღარ გაგისწორებ თვალს. მხოლოდ შენ მეძახდი, როცა არ მინდოდი, როცა არ გიცნობდი ჯერ. შენი შვილი მერქვა სანამ წავიდოდი, ახლა მოღალატე გწერ: -ღმერთო დამაბრუნე, ღმერთო დამაბრუნე, შენში-უშენობა მწვავს! ცოდვით გავაბრუე, ხორცი გავაბრუე, გთხოვ, სულს ნუ დაადებ მსჯავრს. შენ ხარ უძლეველი, ცოდვით. მეომარი. შენ ხარ უღალატო ძმა, ჩემი მბრძანებელი, ჩემი მეგობარი, ჩემი შინაგანი ხმა. შენ ხარ ყველაფერი, რასაც ღმერთი ქვია, რისიც უეჭველად მწამს, გთხოვ, რომ დამაბრუნო, შენშნი, დამაბრუნო, რადგან უშენობა მწვავს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი