ჩემია!


შენი თვალები ჩემია,
შენი ტუჩები ჩემია,
შენი ღიმილი ჩემია,
… საერთოდ არა მრცხვენია!
რომ შენი თმებიც ჩემია,
შენი ფუმფულა ლოყებიც,
შენი ნიკაპიც ჩემია,
მაგათ გარეშე მოვკვდები!
ჩემია, ჩემი! ჩემია,
შენი მხრები და მკლავები,
შენი თითებიც ჩემია,
დალალიც და ნაწნავებიც!
ხელის გულებიც ჩემია,
შენი ნაქარგი სხეულიც,
შენი არსებაც ჩემია,
მხოლოდ სიწმინდეს ჩვეული!

გამოდის, რომ შენც ჩემი ხარ,
და ტკბილო, მინდა იცოდე,
-სიცოცხლეს არ მირჩევნიხარ,
რადგან თავად ხარ სიცოცხლე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი