უ შ ე ნ ო ბ ა ! ! !


უშენობა მაწუხებს, მახვევს თავის მარწუხებს,
და საცეცებს აცეცებს, ჩემს ცრემლიან თვალებზე,
მზიან დილას ამწუხრებს, ღრუბელით და სიბნელით,
… მე და მთვარე ვიბნევით, ვარსკვლავებად ქუჩებზე.

უშენობა მაგიჟებს, მადამბლავებს, მადინჯებს,
არ მითენებს აისებს, გულს აღარ მიმაისებს,
მსტაცებს ბედნიერებას, ვცოცხლობღა მოგონებით,
და აღარ მეწერება ლექსებად სტრიქონები.

მოდი მოიფრთხიალე, გული გამიმზიანე,
დავიღალე ოცნებით – მომიტანე კოცნებით,
შეკაზმული ვარდები, ფეხმლანი და მარდები,
ისევ შემიყვარდები – ისევ შ ე მ ი ყ ვ ა რ დ ე ბ ი !

უშენობა ფერიავ – მხოლოდ ღამის ფერია
და სხვა არაფერია!
მომიტანე იები, შენი სუნტქვით ნაფერი,
უშენობა გლოვაა,
და სხვა აღარაფერი!
უშენობა სულხანთან, აი, ასე სწერია:
სიკვდილია, სიკვდილი
და სხვა არაფერია!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი