მზეს მოვეფერე, ვაკოცე ..


გაუგონარი – გავიგონე,
დაუწერელი – დავწერე,
გაუზომავი – გავიზომე,
გაუწელელი – გავწელე,
გაუხარები – გავახარე,
გაუცინარი – ვაცინე,
გაუპარელი – გავაპარე,
უტირებელი – ვატირე,
გაუსწორები – გავასწორე,
დაუთვალავი – დავთვალე,
დაუხსომელი – დავახსომე,
გაუთელავი – გავთელე,
გაუკვალავი – გავკვალე,
გაუთვალავი – გავთვალე…

მზეს მოვეფერე, ვაკოცე,
მთვარეს ვარსკვლავი დავარქვი,
ქვეყნად ყველაფერს ვაჯობე,
მაგრამ შენს თვალებს ვერაფრით!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი