იესო ქრისტე


იხარე სულო – ამაღლდა ზეცად,
ებრძოდა თუმცა ბოროტი მტერი,
სიონის მთაზე უგალობს ერთად:
ოსანა ქრისტეს – ყოველი ერი…

ქებათა-ქება, წმინდათა-წმინდას,
რომელიც ჩვენთვის გაეკრა ჯვარზე,
ითხოვე სულო, კურთხევა ციდან,
სუფევისათვის სამოთხის კარზე…
ტაატით თუნდაც, ილოცე წმინდად,
ერზე თუ ბერზე, მთაზე თუ ბარზე…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი