სხვა საქართველო სად არის?


სხვა საქართველო სად არი..?
ამ მიწა-წყალის სადარი…
ასეთი მთები, ველები,
წვიმა და ცისარტყელები.
სხვა საქართველო სად არის..?
გულის  გამხეთქი სატანის…
ასეთი ნაზი ფერებით,
და თან, რომ ვერც ვეფერებით.
სხვა საქართველო სად არის..?
ფიჭვის, ნაძვის და ჭადარის…
ქრისტეს რჩეული ქვეყანა,
სანაგვეზედ, რომ ეყარა.
სხვა საქართველო სად არი..?
დათვური მადის სკმარი…
რომ სიბრძნე ჰქონდეს ქონებად,
რომ არვის არ ემონება.
სხვა საქართველო სად არის..?
ქურთის, სომეხის, თათარის…
რომ არვინს არ ჰყავს დამცველი,
რომ შეეჩვია მძარცველი…
სხვა საქართველო სად არის..?
გულის გამხეთქი სატანის…
ძველიც, რომ ჰქონდა დიდება
და კვლავაც, რომ გაბრწყინდება!…
სხვა საქართველო სად არი..?
ამ მიწა-წყალის სადარი..!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი