მე შენს მეტი არავინ მყავს
მამა ხარ ჩემი და შენს მეტი არავინ არ მყავს! უძღები შვილი, რომელი გზით დავბრუნდე სახლში? მე ვნახე ცოდვა და ფეხ და ფეხ მომდევდა წარღვნა, მე ვნახე ცრემლი და უფალო გთხოვ ნუღარ დამსჯი. ჩვილი ვარ ჯერაც, უსუსური – მძიმეა ჯვარი. ო, ქრისტე ჩემო, ნუ დამტოვებ ობოლს და ეულს, ოო, სული ჩემი, სული ჩემი ცდოვისგან მკვდარი, რად დავამონე ჩემი ნებით ანგელოზს წყეულს?! მარტო ვარ ღმერთო, ფეხშიშველი, ეკლიან გზაზე. სისხლია ყველგან – დასერილი სხეული მტკივა, კეთილო მწყემსო დამაბრუნე სიონის მთაზე, ამ ჯოჯოხეთში ო, უფალი რა რიგად მცივა. ქვავდება გული, ვეღარ უძლებს ნაზამთრევ ყინვას, არ მინდა ღმერთო, რომ დავეცე ამ ცოცხალ ქვაზე, გთხოვ დამავიწყე წარსული და ისიც ვინ ვარ, რომ უყოყმანოდ ავიდე და გავეკრა ჯვარზე! უძღები შვილი რომელი გზით დავბრუნდე სახლში? მამაო ჩემო შემიბრალე, გთხოვ ნუღარ დამსჯი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი