ქართვლის დედაო
ქართვლის დედაო, ღვთისმშობლის დაო, უწინდებურად აღზარდე შვილი, საზრდოდ მიეცი კვლავ ქრისტეს მცნება, იფხიზლოს მუდამ, განიგდოს ძილი. რომ დავიბრუნოთ ჩამქრალი ცეცხლი, სულს, რომ სიმართლის ალად ეკიდა, გეენის ფსკერზე ჩავძიროთ ვერცხლი და აღმოვცენდეთ გამხმარ ფესვიდან! სრულად მომკვდარი სიცოცხლის ძალა, აღსდგეს ლაზარე როგორც დიდება, ჩვენ გაბრწყინება არვინ გვაცალა… თუ ეს ჩვენ თავად არ მოგვინდება! მართალ ილიას ვედრებას ვამბობ, და სულჩამქრალი ველი შესმენას, ველი ადამის დიდებულ ამბოხს, და უფლისაგან ველი შეწევნას. ერთხელ ვიტიროთ აწმყოს სიმწარე, და წარსულ დრონი დავმარხოთ მიწად, -ჩვენც თორმეტნი ვართ ქრისტეს სუფრიდან! კვლავ ეს სიტყვები ვაქციოთ ფიცად. და გავედევნოთ ახალ ვარსკვლავებს, რომელიც მხოლოდ ღმერთთან მიგვიყვანს, მტერი? – რა მტერი?! ფეხქვეშ ვაკნავლებთ! ჩვენ ხომ სულები უფალს მიგვიგავს! დედავ ასწავლე შვილს სულგრძელობა, ძმობა, ერთობა, ღვთისმოსაობა, სულის სიწმინდე, გულის მხნეობა, ვაჟკაცობა და წმინდა ზნეობა. დროა ფერფლიდან ფეხზე წამოვდგეთ! დროა, სამშობლოს გლეჯენ, ფლეთავენ! პავლედ თუ არა, პეტრედ გამოვდგეთ! ჩვენს დაჩოქებას ვერ გაბედავენ! “დედავ ისმინე ქართვლის ვედრება, ისე აღზარდე შენ შვილის სული, რომ წინ წარუძღვეს ჭეშმარიტება,” და იფარავდეს ქრისტე, ჯვარცმული!!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი