სხვა სტილის ლექსი


ღმერთო შენი სიყვარული
გულ-მკერდ-ძვალში ჩამაქსოვე,
და ღვთიური სიხარული
სამუდამოდ დამახსომე.
ამიკარი არწივივით –
აელვებულ ცისფერ მკერდზე,
ჩამომაგდე ცის წვეთივით,
აღელვებულ ტალღის ფერდზე.
გამაქროლე, გამაჭენე,
ფანტელივით ქარიშხალში,
მერე ტკბილად განმასვენე,
ნეძვ-ხანძთაში და იშხანში,
ამომავლე დარიშხანში,
რომ ცოდვისთვის მწარე ვიყო,
დარიშხანში და იმ შხამში…
ქვეყანას რომ გავერიყო.
მზის ცხრა თვალა სხვივებივით,
ჩამოვადნე, ჩამოვცვივდე,
შენს სიყვარულს მძივებივით…
განმასუნნელ-არომატე,
შენ იყავი ჩემ მაგიერ,
გოლგოთიდან აღდგომამდე,
შენს სიყვარულს შემალია..
განმაღირსე – არა ღირსი,
და მაღირსე სილამაზე,
სიმამაცე, სისპეტაკე,
სულის მომეც მაცხოვნება,
ცრემლით ფეხებს გიწმენდავდე,
შევეხიზნო საცხოვრებლად
ტყეებს, ველებს, ედემისას,
მოვეფერო თეთრ გვირილებს,
გზარდილს ევა-ადამისას.
ანგელოსთა კელიებში,
მერიქიფედ მიმოვრბოდე,
ვარსებობდე შენმიერში,
სულში, გულში შენ იდიდე…
იდღე-მრავალჟამიერე,
სრულ სიცოცხლის სულისათვის,
ამერ-იმერ-ამიერე
სიყვარულის გულისათვის!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი