სიცოცხლის ყველა დღე შენია!
(დედას) “სასამ მარტოდ” აი, მერამდენე წელიწადი გადაჰყვა მარტსა და აგვისტოს, დედი ისე ძლიერ შემიყვარდი, ამაღამ სიყვარული დაგვითოვს! ფიფქებად, არ გეგონოს დედილო, ვარსკვლავებს ჩამოგიცრი ზეციდან, ღვთისაგან საოცრებად შექმნილო, მითხარი თუ ოდნავ შეგცივდა, ავირბენ ღრუბელთა კიბეებს, ფიჩხივით დავამტვრევ მზის სხივებს, ჩამოვალ ფეხებთან დაგიფენ, მაშ, შენთან რა უნდა სიცივეს?! მითხარი ღამე თუ გაწუხებს, ფერად თუ არ მოგწონს შავები, ეშმაკებს დავაჭრი მარწუხებს, ჩემ ლურჯას დავკიდებ თავებით. შენ იცი ჩემი გზის შესახებ, ცას მიოლ, ცის იქით არ მინდა! დავკაცდი ვაი, რომ დედილო, ბავშობა ქარივით გაფრინდა. გამიცვდა ჭრელჭრულა წინდები, დროს გაჰყვა, ჩამოლპა აკვანი, დღითიდღე ცოდვებით ვისვრები, ფეხდაფხე მომყვება მზაკვარი. ვეღარ გწერ იმ გულით, იმ პირჯვარს, უწინ, რომ ღამღამად გსახავდი, სიცოცხლე პულსს ვეღარ მისინჯავს, ვაჰ მე, რომ ქვასავით გავქვავდი. ილოცე ყოველღამ ჩემს სულზე, ის ცხრა თვე მარადჟამ გრძელდება, რამდენს არ ვფიქრობდი შენს გულზე, ვხვდები, რომ არსადროს ბერდება. მიყვარხარ, მიყვარხარ დედი და ყოველთვის ძლიერად მიყვარდი, რა გითხრა – შექმნილო გვერდისგან, გულზე ხარ, გულზე ხარ დიადი. რას ქვია ეს დღე ან მეორე, სიცოცხლის ყველა დღე შენია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი