წითელი პარასკევი


სისხლის ფერია პარასკევი
მართალი სისხლის,
ცდოვილ ბუნებას გადავყევი
უფალი მიხსნის!…
“ნუ მტირ დედაო”
ზეციური გალობ ისმის,
სისხლის ფერია პარასკევი,
მართალი სისხსლის
გული ნაცრდება ცრემლებისგან,
მეწვის სხეული,
ქრისტეს დამხსნელი ვნებებისგან
კაცად ქცეული.
ვტირი ანგელოზთ სმაკვიდროში,
ნუნები მტკივა,
ქალის ხმა ისმის სამკვეთლოში,
ვკანკალებ – მცივა.
მეწამულია ყველა ფერი,
მხოლოდ თვალები,
ვერ შეიცვალა ვერაფერით –
კვლავ უკვდავები…
ჯვარი თეთრია, სად წავიდა
სისხლის წვეთები,
სამჯერ უარგყვე,
ახლა ისევ შენ გევედრები.
სისხლის ფერია პარასკევი
ნატვრა მაქვს ერთი –
ვთქვა: “შენს იარებს გადავყევი,
და მოვკვდი ღმერთით!”
გული ვერ უძლებს უკვდავებას,
მწირია რადგან,
ამიტომ ჯვარზე გაკვირსა და
ტანჯვის დრო დადგა.
“ნუ მტირ დედაო –
გაიხედე მომავალ გზისკენ
მე ვარ, ვიყავი და ვიქნები
ი ე ს ო   ქ რ ი ს ტ ე ! ! !”
სისხლის ფერია პარასკევი
და ზეცაც სისხლის….

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი