მიყვარხაარ ..


მიყვარხაარ და ყველაფერი ქარია.
გიყვარვარ და არაფერზე ვფიქრობ.
ძველებურად 
მთვრალი ვარ 
და 
მთვრალი ვარ,
მარადიულ სევდას სასმლით ვიქრობ.

რადგან სევდა ცეცხლზე უფრო მწველია,
ათას ტკივილს გადასწონის სევდა,
ახლა, სადღაც მღერიან და მელიან,
მე კი მხოლოდ შენთან ყოფნა... შენთააან

მინდა, რადგაან შემოდგომა ზამთარზე
ათას მწარე მოგონებას ინახავს...
მოხვედი და იღბლიანად დამთარსე -
და სიკვდილი ერთხელაც არ მინახავს.

რაც ხდებოდა, ის მოხდება ყოველთვის,
უნდა იგრძნო, უნდა გაითავისო,
რომ ცხოვრება არის მცირე მომენტი
და შენ უნდა აავსო და აივსო

იმ სიკეთით მე რომ შენთან მომქონდა,
ყვავილები მინდვრების თუ ბაღების,
ფულზე მეტი მე ყოველთვის დრო მქონდა
და ვიგებდი, რაც უფრო მეტს ვაგებდი.

მივყვებოდი ბროდიულებს და გზა და
გზა ვიცვლიდი ფორმებსა და ფასადებს,
მე სიკვდილმა მიშვილა და გამზარდა,
ალბათ დროა ისევ დავპატარავდე.

მიყვარხარ და 
სხვა გზა წყალმა წაიღოს,
დასაკარგი ისეც დაიკარგება,
არ მინდა რომ ეს ლექსები გაიგო,
მინდა იგრძნო და ჯანდაბას გაგება.

ძველებურად 
მთვრალი ვარ 
და 
მთვრალი ვარ,
არაბული ულაყივით გარბის დრო.
მიყვარხარ და ყველაფერი ქარია.
გიყვარვარ და არაფერზე არ ვფიქრობ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი