დედი…


ეჰ, დედი, დედი რა გითხრა აბა?..
რით გაგახარო მითხარი, დედი,
წლებით, დღეებით ნაქსოვი კაბა,
რომ დაიშალოს, სიკვდილსაც ვძლევდით.

მაგრამ, რომ მიჰქრის და მიაჭენებს,
ეს ბედ-მუხთალი, წლების ქარავანს,
რით შევაჩეროთ მითხარ ჟამთაცვლა,
რომ არ შეეტყოს სიღრმე ფარავანს.

გახსოვს რიჟრაჟზე ზეცის ფერთა ცვლა?
ან შუაღამეს მკვნესი სონატა,
ორსული ქალის მძიმე ფეხთა ცვლა,
და კიაფობა მთვარის მონათა?.

გახსოვს, დანათევ ღამეებში რწმენა ზღაპარის?
ან ტბა, წვალებით მომაკვდავი შავ-თეთრი გედის,
ლურჯი ნათება ალიონზე, თეთრი ლამპარის,
და წლისთავებზე, გულთამკლავი დაცინვა ბედის…

არ ვიცი, უფრო რომელია მწარე დედილო,
რომ იტანჯე და გაგიცრუე შემდეგ იმედი?
თუ რომ გჯეროდა, გზა მასწავლე თითქოს კეთილო,
მაგრამ მე მაინც, სხვა საომარ ველზე მივედი.

ოჰ რომ იცოდე, როგორ მინდა მთვარე მოვწყვიტო
და ხელის გულზე, ერბოკვერცხი მართლა შეგიწვა,
მაგრამ წავიდნენ, ეს ოხერი წლები ოცნების,
და ის სიწმინდეც, ცხოვრებისგან უცებ შეისვა…

მინდა დაგლოცო, შეგავედრო მაღალ ღვთისმშობელს,
დედი მიყვარხარ და გულს მივსებს ეს სიყვარული,
წლები, ეს წლები შეაჩერე, ღმერთო მაღალო,
და არ მოაკლო, არცერთ დედას გთხოვ სიხარული.

და ყველაფერზე ძლიერია დედის ნუგეში,
შენ ხომ ყველაზე ლამაზი ხარ, ქალო -ქალღმერთო,
ო, როგორ მინდა მზე ჩავწურო ღვინის სურებში,
და შეგასმიო წმინდა წყალი, მხოლოდ საღმერთო.

რათა მარადჟამ ანათებდეს შენი ნათელი,
და ეგ თვალები ზეცისფერი, ფერი ღვთიური…
მეც ვიხარებდი, იმედების ასე გამთელი,
რომ მომესმინა შენი სუნთქვა მარადიული.

დედი იცოდე, სიძლიერე ჩემი შენშია,
და სანამ შენ ხარ, სალ კლდესავით მტკიცედ ვიდგები,
მადლობელი ვარ, რომ აღმზარდე ჭეშმარიტ სულზე,
გწამდეს, მე ეს ვარ და არასდროს არ შევიცვლები…

შენც ერთ-ერთი ხარ მოსახელე, გმირი დედების,
ეჰ, საქართველო რა მადლს კარგავ, ღმრთისგან ბოძებულს,
შენი მშვენება, მთებსაც შეძრავს დედი იცოდე,
და ვერ წაგართმევს ვერაფერი ღვთისგან მოცემულს.

შენს სილამაზეს, დედაჩემო წლებიც უფრთხიან,
და ეგ ჭაღარა, შეპარული თმებში ქურდივით,
თითქოს შველია მოხტუნავე, თითქო შურთხია,
ან ყმაწვილობის დაბრუნების, თითქოს სურვილი..

ყოველი სიტყვა, იავნანის არის ტოლფასი,
და ეგ ღიმილი, ძვლებში მამტვრევს ისე კარგია,
დედა მიყვარხარ! და გულს მივსებს ეს სიყვარული,
შეგთხოვ შემინდე, რაც ჩემს გამო დაგიდარდია…

თუმცა დრო მიჰქრის, მაგრამ გული სულ არ ბერდება,
და მუდამ ერთი მეყვარები, ძვირფასო დედა,
ქრისტემ ისმინოს საყვარელო შენი ვედრება,
გყწალობდეს ღმერთი საუკუნოდ, მშვიდობა შენდა!!!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი