ძვირფასო, მოდი ..


ძვირფასო, მოდი
გავერიდოთ დაწყევლილ ქალაქს,
ცოდვიან უბნებს, წაბილწულ ტაძრებს
… შეშლილ სახეებს,
მოსცილდეს ლოდი
ბნელ სარკოფაგს,
უფალს, რომ მალავს…
გული ვერ უძლებს, სული ვეღარ ძლებს!
ცოდვა მახევებს!
ძვირფასო, მოდი,
დავივიწყოთ, ჯანდაბას წყენა,
გავუყვეთ სავალს მთებისკენ თუ
მთებში თუ მთაში,
ჭაუხ-ქარაფნი დავიგულოთ
ჩვენთვის თუ ჩვენად,
დავსახლდეთ მერვე ან მეათე
ან მეცხრე ცაში!
ძვირფასო, მოდი
საით წავალთ – არ ქონდეს აზრი,
ოღონდაც დროზე გავერიდოთ
ამ წყეულ ქალაქს,
ვინ იცის მერე რა მომივა
ამ ცოდვილ თავში?…
გავიქცეთ ქალავ, სანამ
შეგვწევს გაქცევის ძალა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი