ცივი წყალი!
“მოყვარეს პირში უზრახე, მტერს პირს უკანაო…” I “მოწევა კლავს!” – ხორცს არა – სულს! გავიწყებს ღმერთს, სამოთხის ცას, თამბაქოს კვამლი შენს უფალს სძულს, თამბაქოს კვამლი შენს უფალს ჰკლავს! “მოწევა იწვევს ნაადრევ კვდომას!” საჩუქარეს ღმერთის ექცევი როგორ? ღვთის შვილი ეშმაკს უდგები მონად. ქალი ხარ, კაცი, ბიჭი თუ გოგო: “მოწევა კლავს” – შენს ძმას და დას, მოწევა იწვევს ნაადრევ სიკვდილს, მოწევა აცვამს შენს უფალს ჯვარს, რისი გულისთვის, ღმერთმანი, მიკვირს. II თამაშობ კარტს, მრევლი ხარ ტაძრის, ან არ ხარ, მხოლოდ ისახავ ჯვარს, რომელსაც შემდეგ გულისთვის კარტის, სატანის სახეს აფარებ თავს… თუ ღმერთი გწამს, დაფიქრდი რას სჩადიხარ როცა ჯვარცმული გულს, ზედ ურტყამ “ყვავს” და შენთვის მკვდარს, ამცირებ ამით, საკუთარ რჯულს. თამაშობ კარტს, “Black jacks” და “Poker”-ს სულს ყიდი ფულზე, ნაჩუქარს ღმერთის, ჰე ბრიყვო გულზე რად ურტყამ “ჯოკერს” გულზე რომელიც ჯვარს ეცვა შენთვის! III აბრალებ აზარტს და ადრენალინს ეშმაკს ცოდვების უწოდებ ავტორს, და შენი სულაც არ არის ბრალი, რომ შეეჩვიე “ტოტზალიზატორს?” ხარ ქრისტიანი, მოსილი ნათლით, და სიწმინდეში გჯობია მოლა, -შენს ხელში უნდა გაბრწყინდეს ქართლი? ცოდვების და ვნებების მონავ! “ტოტალიზატორს” იუდას ცოდვას, მოშორდი სანამ დრო გაქვს და ჟამი, ნუ დააბრალებ ჩემს ლექსებს ბოდვას, ჭეშმარიტებას ვერ შეცვლი ამით! IV ალაგმე ენა! ყოველი სიტყვისთვის აგებ პასუხს, არ გშვენის წყევლა, გინება, როცა შენს უფალს არ სურს, არამედ ლოცვა, ისწვალე ლოცვა. არა გწამს ღმერთი? – და მაინც რას ცვლის ეს შენი ათეისტური ფიქრი, სუნი გდის დამწვრის და შენი სული ეშმაკთან მიჰქრის. ალაგმე ენა! იყავი სრული ადამიანად მოსულხარ მიწად, გინებას შენსას არ ჰყვარობს რჯული, ნურც დაიღვრები ტყუილზე ფიცად! დაფიქრდი კარგად, დრო არის სანამ, დაგეცეს თუნდაც სირცხვილის ელდა, რომ იგინები დედას და მამას, ვინ არის ჩვენი მამა და დედა! ვის შეურაცხჰყოფ თუ ხვდები მატლო, დედა ღვთისმშობელს უბედავ რამდენს, ძალა არ შეგწევს მას რამ დააკლო, შენს თავ ვნებ ამით, გჯეროდეს, გწამდეს! V სხეული სულის ტაძარად თქმულა, უფლის სიტყვაა – არ არის მითი, და ვფიქრობ ქალებს არ შვენით სულაც, კაცის ორგანოს ჩვენება თითით… თითით რომლითაც ისახავს პირჯავრს, და ყოვლადწმინდა სამების სახელს, ამბობოს, თუ მისთვის რაიმეს ნიშნავს, ვფიქრობ ამ ლექსით თვალებს გაახელს. და ტაძრად მაინც არ ივლის შარვლით, მოკლე კაბებით, შორტით დაბრიჯით, არ ცდუნდეს რადგან ლამაზი ტანით. ღვთის გზაზე მდგარი მორწმუნე ბიჭი. ისმინოს ყველამ ვისაც აქვს ყური, და ქრისტიანის სახელი ჰქვია, აღენთოს უმალ ღვთიური შურით, თორემ ხვალ უკვე იქნება გვიან! წერს ჩემი ხელი და ჩემი გრძნობა, ჩემი არ არის არცერთი სიტყვა, აბა ვიონა სთქვა სულელის ბრძნობა?! ღვთისგან ვწერ! – ამას რად უნდა კითხვა. სენი მჭირს ლექსის განუკურნელი, თუ არ მაბრმავებს ხიბლის სურნელი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი