ნაცვლად ჩემთა სიკეთეთა
მე შევამკევ ცა, ქვეყანა, ზღვა, მთა, ველი, ნაყოფთ გვარი, აბრამს უხმე საყვარელად, ძედ აღგითქვი თემთა მზღვარი, განვამდიდრე, განვამრავლე, ზეცით მოვეც ნაყოფთ ცვარი, ნაცვლად ჩემთა სიკეთეთა აღმიმართეს საკვდად ჯვარი. შევაძრწუნე მეგვიპტენი, რისხვით მივეც დანამწვარი, აღვაშფოთე სასწაულით, მოუვლინე მკალი, მყვარი, განვიყვანე ხელთა მათგან უჭირველად განაგვარი, ნაცვლად ჩემთა სიკეთეთა აღმიმართეს საკვდად ჯვარი. ღამე უძღვი ნათლის სვეტით, დღე ღრუბლით ვჰყავ იგ მოარი, ზღვა განუპე, განვიყვანე, მწყურვალთ მივეც კლდისგან ღვარი, არ განუცვდათ სამოსელი, მანანით ვქმენ გამაძღარი, ნაცვლად... შევიყვანე აღთქმის თემსა, დაუმკვიდრე მთა და ბარი, სულ აღვხოცე მტერნი მათნი და დავადევ მათი ზარი, მეფენი და წინამთქმელნი მივეც მათი გამაზარი, ნაცვლად... ხორცი ვისხენ ქალწულთაგან, ვიქმენ მათი შენამყვარი, ბრმათა თვალი აღუხილე, მკელობელი მათი ვარი, სნეულთ მივეც განკურნება, აღვადგინე მათი მკვდარი, ნაცვლად...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი