შვიდთა მთიებთა ბუნება


ყამარ მთვარევ, შეიბრალე მოგზაური, წილნი შენი.
ოტერიდს ერმის გვედრებ, ვის შეჰქნიია წერის სენი.
ზოჰარი და აფროდიტე მკურნალ იქმენენ, ჭირთა მლხენი.
შამს და მზეო, გაუმრავლე მეფეთ დღეთა სიცოცხლენი!

ეჰა, მარიხო, არიავ ,მიეც მხედართა ძლევანი!
მუშთა და დიამ ნუმც უყოს ვზირთ სიტყვისა ლევანი.
ზუალმან კრონოს მიხედოს,ვის აქვს ხვნა, მიწათ კვლევანი.
მე არც ერთის ვარ მოწილე, რად ვლექსო, რად მაქვს რევანი?

ვთქვა შვიდ მთიებთა ბუნება არაბთ და ქართველთ ენითა:
მზეს შამს უწოდენ არაბნი, მეფეთზედ არს მოქენითა.
მთვარე მოგზაურთ მფლობელი, ყამარ თქვეს მისვე სენითა,
ასპიროზ-აფროდიტემან მკურნალს სცეს ლხენა სენითა. 

ოტარიდო, ერმით თქმულო, მწერალთ მიეც წერის ლხენა.
არიაი მარიხს ქვიან, მხედრის მფლობით ნუმც არს სენა.
დიავ,მუშთარ ხსენებულო, მრჩეველთ მიეც სიტყვა, სმენა.
ზუალ, კრონოს, მუშთარ-ზურგო, მიეც წვიმა, წყლისა დენა.

ვაქო მომგონი საქები, ჩემთვის მოწყალედ თქმულია,
მამცემი ლხინთა დიდ-დიდთა, ვარ მისთვის სულწასულია,
მაგრამ გარჯილო სოფლისგან, თაო, ხარ დადაგულია,
ღამე უძილო, დღე მშრომი, ძრახვისგან გაბასრულია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი