სულხან-საბა ორბელიანზედ
რადგან დაშვრა ასე საბა, ქება მმართებს აწყა მეცა, შეუყრია მრავლად სიტყვა, რა ვიხილე, სიბრძნე მეცა; სად ვნახევდი ასრე კრებით, ქვეყნად მევლო, გინდა მეცა, საქმით სცანით, თუ ვისწავლი, ვით ვინაღვლი, კიდეც მეცა. სიყრმითგან იყო მუდამად სიბრძნის სწავლისა მსახველი, სამოცდაექვს წელს იკითხა, სთქვა: ვერასი ვარ მმარხველი. იარა ბევრი ქვეყანა, ბევრისაც იყო მნახველი. ორბელიანმა საბამან სახელითა ქნა სახელი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი