ვაი, რა მწარედ იწოდა ნაწლევნი მარიამისა


შურით აღივსნენ უგბილნი, წესი ქმნეს მათის მამისა,
სიკვდილს  ზრახვიდენ უწესოდ, თუ დრო დაიცენ ჟამისა,
უსჯულო მისი მოწაფე მიცემას ჰპირავს ამისა,
ვაი, რა მწარედ იწოდა ნაწლევნი მარიამისა!

მტილში მიუძღვა კრებულთა საწუხი ყოვლის გვამისა,
მღვდელთ-მოძღვრის [პალატს] მივიდნენ გასატანჯველად, ვა, მისა,
ბრალი ვერ პოვეს მის ზედა, კვლავ სცემდნენ წამ-და-წამისა,
ვაი, რა მწარედ იწოდა ნაწლევნი მარიამისა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი